Archive for July, 2009|Monthly archive page

მარტო ვკვეთ ქუჩას..

ღმერთი გამებუტა.. აღარ მეთამაშება..

აღარც მახმოვანებს..

იქნებ გადაიღალა?! ჩვენ ხომ მარტო პირჯვრის გადაწერა ვისწავლეთ მისგან, ყველაფერი რთული კი მასვე შევატოვეთ ჩვენს გასაადამიანებლად…

ან იქნებ მე გადავიღალე?!

მარტო დავდივარ კინოში

და მარტო ვკვეთ ქუჩებს..

ეს ცხოვრება მათთვისაა მხოლოდ ვისაც აგვიანდებაო..

და რატომ არ მაგვიანდება მე არსად…

დავდივარ ქუჩაში და ვეძებ რითმას. შეგრძნებები კი მაინც აფორიქებულია და ვერადავერ ვუპოვე ჩემს საკინძეს შესაკრავი, გული რომ დამიბნიოს მკერდზე.

გადაღლილი ვარ ხალხის უეცარი ცვლილებით, სიხარულის ძებნაში ყურძნის მტევნებივით დაწურული სახეებით, ძალად-დეპრესიულობით და გამოგონილი ცინიზმით.

დაბერდნენ თითქოს.. შეეცვალათ ცხოვრების ხედვა…

ან სულაც დაბრმავდნენ შეიძლება?!

sაკუთარ თავში ჩაბრუნებაღა დამრჩენია… ყელზე ხელების მთელი ძალით შემოჭერა, და მერე ისევ ვიპოვი ვინმეს და გავახმოვანებ, რათა ჩამოძენძილი იარყილივით არ დავემჩნე დედამიწას.

at dawn :)

სადაც… (ჰალემ გამახსენა)

outიცი?!

ეხლა დავფიქრდი, რომ შენთვის წერილი არასოდეს მომიწერია. არ ვიცი რატომ, შეიძლება იმიტომ რომ თანამედროვეობამ და ოცდამეერთეობის სურვილმა დამაკნინა, შეიძლება კი უბრალოდ იმიტომ რომ ყოველთვის იმაზე მაღლა ვიყურებოდი რაც გამაჩნდა. ამას კი ეხლა მივხვდი მხოლოდ, სამწუხაროდ დამაგვიანდა ცოტათი და შემრჩა ის არაფერი, რომელიც ესე ძლიერ მტკენს სამყაროს, სამყაროს რომელსაც უამრავი სიხარულჩამოხრჩობილი შეჰკედლებია..

დავდივარ ქუჩაში და ვეძებ სახეებს, მოგონებებს, ვეძებ რითმას რომელიც არაფერში არ მჭირდება. ვზივარ და ვფიქრობ, რომ თურმე ყოველთვის მზად ვიყავი ყელზე ხელი შემომეჭირა, რათა ჩემში ჩამეტიე, დამეტოვებინე, მაგრამ ვერ მოვახერხე, ვერ მოგერიე და მაინც მაინც გაგიშვი. და იმასაც ვერ ვხვდები, ვნანობ თუ არა ჩემს გაუბედაობას. მე ხომ იმის თქმაც ვერ მოვასწარი, რომ მე შენში ვეძებდი იმ ოცნებას რომელსაც “მე” ჰქვია.

თუმცა რა გამოდის?! ეხლა ამ წერილს რა აზრი აქვს? მე მაინც ვერ გამოგიგზავნი. ძალიანაც რომ მოვინდომო, მაინც არავინაა წამომღები. მაგრამ ამაზე არ ღირს დარდი, რადგანაც ეხლა ჩემი ნაბიჯები სხვებს აედევნება, აედევნება ყველაფერ იმას რასაც ნიღბის გარეშე შევიცნობ, ერთ დღეს კი მე თვითონ მოვალ შენთან და გეტყვი იმას, რასაც ვფიქრობ, ან ისევ ვერ გეტყვი, შენ კი ისევ შემომხვევ მხრებზე ხელებს, შენი ენერგიით ამავსებ, სულს გამითბობ და ჩემს არაფერში ისევ მაპოვნინებ შენს ოცნებას.

ეს წერილი კი… ალბათ მე უფრო მჭირდებოდა ვიდრე შენ. ამით ხომ უბრალოდ გავიხსენე ის რომ მახსოვხარ თურმე..

გათენდა

გათენდა. ერთად გავიღვიძეთ და მზის სხივების სიმკვეთრე შენი თვალებიდან ვიგძენი. სხვისი თვალებით ხედავდე სამყაროს ესაა ნამდვილი სიყვარულიო და მეც ვხედავ და შენი ვენებდან გადმოღვრილ სითბოსა და ემოციას ვუმკლავდები, იმ სითბოს რომელშიდაც ემბრიონივით მიწევს ცხოვრება. ჩვეულებისამებრ ლოგინშივე ერთად მოვწიეთ სიგარეტი და შემდეგ ავდექით. რაღათქმაუნდა ერთად მოვიმზადეთ ყავა და მივირთვით. ყავა როგორც ყოველთვის ეხლაც არაჩვეულებრივი გამოგვივიდა, მაგრამ ამ მშვენიერ დილას ის სევდის მინარევი აუფერულებს რომელიც შენი თითების შეხებიდან ჩემს სამყაროს გადმოეცემა. წინასწარ დაგეგმილი დღის განრიგის თანახმად დავჯექით სარკესთან და თავის მოწესრიგება დავიწყეთ. ერთ სარკეში, ერთი სავარცხლით და იმ იმედით რომ ოდესმე შენ დაგემგვანები, დაგემგვანები იმდენად რომ შენგან განცალკევებაც კი მომიწევს. ესეთი სევდიანი არასოდეს მინახავს შენი თვალები, თვალები რომლებიც თითქოს საკუთარ თავს თხოვენ პატიებას. კიდევ ერთი ღერი სიგარეტი მოვწიეთ ერთად. დღეს რაღაც ძალიან ბევრს ვეწევით და არად ვაგდებთ იმ მახვილგონიერ განცხადებებს, რომლებიც L&M-ს კოლოფებზე გვხდება და ჩვენდაუნებურად გვაიძულებს რომ შეგვებრალოს არა საკუთარი ჯანმრთელობა არამედ ის ინიციატორი, რომელიც ესეოდნ გამოირჩევა შემოქმედობითობით. ამის შემდეგ ერთად გამოვედით სახლიდან და საავადმყოფოსკენ წავედით. ქუჩაში ყველა ყურადღებას გვაქცევდა და თბილი თვალებით გვიყურებდა, განსაკუთრებით კი მე. ამ ჩემსკენ მომართულ, სითბოთი სავსე, აცრემლებულ თვალებს რომ ვხედავ თავს საზოგადოების არასრულფასოვან წევრად მივიჩნევ. მაგრამ ესეც გავიარეთ. აი საავადმყოფოშიც ერთად შევედით. ნერვიულობდი და რადგანაც საავადმყოფოში მოწევა აკრძალულია ფრჩხილებს იკვნეტდი. ნერვიულობა მეც გადმომდე, მაგრამ ფრჩილების კვნეტას ჯერ ვერ მიმაჩვიე. აი ექიმის კაბინეტშიც შევედით. გტკიოდა, მეც მტკიოდა, ტიროდი და მეც ვტიროდი. შემდეგ ადექი, ცრემლები მოიწმინდე და უკანმოუხედავად გაიქეცი. წახვედი და… მე კი იქ დამტოვე სულ მარტო…. მე კი მხოლოდ სიცოცხლე მინდოდა, დედა!

მზე–რის ქვეშ (named by teitt)

ქუჩაში… მტვერში…

დაგდებული ქუდი…

და…

კიდევ უფრო მიგდებული ადამიანი…

ქუდში გაისმის ხურდების როკვის თავდაუზოგავი და “პატრონდაზოგილი” ხმა…

ხმა რომლის ტაქტებს შორისაც დიდი პაუზაა…

უმრავლესობა ხომ სანამ გაიმეტებს, მანამდე ღმერთის ყურადღებას

ამოწმებს…

უყურებს…თუ არა…

ზემოდან…

ამიტომაც… მათხოვრებს ჩვევა აქვთ,

არასოდეს უყურონ თვალებში

მათ…

ვინც მოწყალებას გასცემს,

რადგან ვაი თუ…

ვინმე მოწყალებას ღვთის გულის მოსაგებად გასცემდეს მხოლოდ,

მათხოვრებს კი თავისი გაჭირვებაც ჰყოფნით.

getting old, not lonely

Will shine

dawn

Follow

Get every new post delivered to your Inbox.