სადაც… (ჰალემ გამახსენა)
Filed under: trying to listen |
იცი?!
ეხლა დავფიქრდი, რომ შენთვის წერილი არასოდეს მომიწერია. არ ვიცი რატომ, შეიძლება იმიტომ რომ თანამედროვეობამ და ოცდამეერთეობის სურვილმა დამაკნინა, შეიძლება კი უბრალოდ იმიტომ რომ ყოველთვის იმაზე მაღლა ვიყურებოდი რაც გამაჩნდა. ამას კი ეხლა მივხვდი მხოლოდ, სამწუხაროდ დამაგვიანდა ცოტათი და შემრჩა ის არაფერი, რომელიც ესე ძლიერ მტკენს სამყაროს, სამყაროს რომელსაც უამრავი სიხარულჩამოხრჩობილი შეჰკედლებია..
დავდივარ ქუჩაში და ვეძებ სახეებს, მოგონებებს, ვეძებ რითმას რომელიც არაფერში არ მჭირდება. ვზივარ და ვფიქრობ, რომ თურმე ყოველთვის მზად ვიყავი ყელზე ხელი შემომეჭირა, რათა ჩემში ჩამეტიე, დამეტოვებინე, მაგრამ ვერ მოვახერხე, ვერ მოგერიე და მაინც მაინც გაგიშვი. და იმასაც ვერ ვხვდები, ვნანობ თუ არა ჩემს გაუბედაობას. მე ხომ იმის თქმაც ვერ მოვასწარი, რომ მე შენში ვეძებდი იმ ოცნებას რომელსაც “მე” ჰქვია.
თუმცა რა გამოდის?! ეხლა ამ წერილს რა აზრი აქვს? მე მაინც ვერ გამოგიგზავნი. ძალიანაც რომ მოვინდომო, მაინც არავინაა წამომღები. მაგრამ ამაზე არ ღირს დარდი, რადგანაც ეხლა ჩემი ნაბიჯები სხვებს აედევნება, აედევნება ყველაფერ იმას რასაც ნიღბის გარეშე შევიცნობ, ერთ დღეს კი მე თვითონ მოვალ შენთან და გეტყვი იმას, რასაც ვფიქრობ, ან ისევ ვერ გეტყვი, შენ კი ისევ შემომხვევ მხრებზე ხელებს, შენი ენერგიით ამავსებ, სულს გამითბობ და ჩემს არაფერში ისევ მაპოვნინებ შენს ოცნებას.
ეს წერილი კი… ალბათ მე უფრო მჭირდებოდა ვიდრე შენ. ამით ხომ უბრალოდ გავიხსენე ის რომ მახსოვხარ თურმე..
ომგ
იშვიათად არის, რომ კომენტარისთვის სიტყვებს ვერ ვპოულობ.. ვზივარ უსერ გამომეტყველებით და ისე ვკითხულობ აგერ უკვე მეორედ ამ პოსტს
თინიიიი
:უსერ: გაიხარე შენა
rogorc megona, ise gamimartle…
rtulia davcero imaze meti da uketesi rac ukve ceria…really amazing words..
კაპიტან, მართლა მგრძნობიარე და შემძვრელი ნაწერია…
მართლა როდის ისწავლე ბიჭო ასე წერა
რამდენიმეჯერ გადაბმულად წავიკითხე. ჩააღწია სიღრმეებში
oto memgoni am werilis mere satqmeli araferia, adre rom wavikitxe “gamityda” magram axla rom vkitxulob vgrdznob. . .
დათომ მანახა ეს ადრე და რომ ვკითხულობდი, მეთქი ოთოს შეუყვარდა. ბოლოში დათოს კომენტარი დამხვდა, მამას დაუწერაო. ახლიდან წავიკითხე და ისეთი მძაფრი შეგრძნება მოიტანა. ჯერ შემრცხვა ჩემი პირველი შთაბეჭდილების, და მერე ..
ძალიან კარგი წერილი იყო, თავიდან მეც შეყვარებულისადმი მიწერილი მეგონა, მაგრამ მერე მივხვდი. გამატებ ჩემს ბლოგროლში სიამოვნებით
dat gaixare
marto shen ar gegona egre
teitt me xom ici mxolod sakutari tavi miyvars, da shesabamisad siyvarulshic mxolod verbalurad vutydebi xolme
)
Sophie yvelas egre gonia:) ase rom agar gamikvirda..
ubralod me chems siyvaruls sityvebit ar vgli…
ufro swored ar davgli odesme
“sjobs sayvarelsa uchveno saqmeni sagmironiao” copyrighted shota
ar tqva eg ro sityvebit ar dagli
sachiroa sityvebic
daje aucilebelicaaa
orive xelit vetanxmebi siyvarulis heneul ganmartebas
cerils rac sheexeba
nu geshinia, gamoricxulia dagavicydes
gulaxdili iyo.
da ai ra
p.s vici ra aris eg shishi
ara rom damaviwydeba magais agar meshinia
shen vicodi rom dametanxmebodi taaat
მაინც მაინც გაგიშვი – if something is yours, it really does come back to you
მე შენში ვეძებდი იმ ოცნებას რომელსაც “მე” ჰქვია – the most amazing words.
oto,whoever would be reading your post, he/she would for sure find similarities with their lives. Once reading your post, I clearly imagine myself writing this post.. though i think i would send the letter..
მე შენში ვეძებდი იმ ოცნებას რომელსაც “მე” ჰქვია
ეს წერილი კი… ალბათ მე უფრო მჭირდებოდა ვიდრე შენ.
ყველაფერი ბოლოს და ბოლოს ჩვენ უფრო გვჭირდება.))
გამაჟრიალა, როცა წავიკითხე, რომ მამას ეძღვნება (((
sixarulchamoxrhobil adamianebshi advilia dagavicydes cerlis dacera da siyvarulit cxoreba…
magram shen arafershi ertxel mainc tu gipovia ocneba,mashin yvelafers aqvs azri da mit umetes pirvel cerils