გათენდა

გათენდა. ერთად გავიღვიძეთ და მზის სხივების სიმკვეთრე შენი თვალებიდან ვიგძენი. სხვისი თვალებით ხედავდე სამყაროს ესაა ნამდვილი სიყვარულიო და მეც ვხედავ და შენი ვენებდან გადმოღვრილ სითბოსა და ემოციას ვუმკლავდები, იმ სითბოს რომელშიდაც ემბრიონივით მიწევს ცხოვრება. ჩვეულებისამებრ ლოგინშივე ერთად მოვწიეთ სიგარეტი და შემდეგ ავდექით. რაღათქმაუნდა ერთად მოვიმზადეთ ყავა და მივირთვით. ყავა როგორც ყოველთვის ეხლაც არაჩვეულებრივი გამოგვივიდა, მაგრამ ამ მშვენიერ დილას ის სევდის მინარევი აუფერულებს რომელიც შენი თითების შეხებიდან ჩემს სამყაროს გადმოეცემა. წინასწარ დაგეგმილი დღის განრიგის თანახმად დავჯექით სარკესთან და თავის მოწესრიგება დავიწყეთ. ერთ სარკეში, ერთი სავარცხლით და იმ იმედით რომ ოდესმე შენ დაგემგვანები, დაგემგვანები იმდენად რომ შენგან განცალკევებაც კი მომიწევს. ესეთი სევდიანი არასოდეს მინახავს შენი თვალები, თვალები რომლებიც თითქოს საკუთარ თავს თხოვენ პატიებას. კიდევ ერთი ღერი სიგარეტი მოვწიეთ ერთად. დღეს რაღაც ძალიან ბევრს ვეწევით და არად ვაგდებთ იმ მახვილგონიერ განცხადებებს, რომლებიც L&M-ს კოლოფებზე გვხდება და ჩვენდაუნებურად გვაიძულებს რომ შეგვებრალოს არა საკუთარი ჯანმრთელობა არამედ ის ინიციატორი, რომელიც ესეოდნ გამოირჩევა შემოქმედობითობით. ამის შემდეგ ერთად გამოვედით სახლიდან და საავადმყოფოსკენ წავედით. ქუჩაში ყველა ყურადღებას გვაქცევდა და თბილი თვალებით გვიყურებდა, განსაკუთრებით კი მე. ამ ჩემსკენ მომართულ, სითბოთი სავსე, აცრემლებულ თვალებს რომ ვხედავ თავს საზოგადოების არასრულფასოვან წევრად მივიჩნევ. მაგრამ ესეც გავიარეთ. აი საავადმყოფოშიც ერთად შევედით. ნერვიულობდი და რადგანაც საავადმყოფოში მოწევა აკრძალულია ფრჩხილებს იკვნეტდი. ნერვიულობა მეც გადმომდე, მაგრამ ფრჩილების კვნეტას ჯერ ვერ მიმაჩვიე. აი ექიმის კაბინეტშიც შევედით. გტკიოდა, მეც მტკიოდა, ტიროდი და მეც ვტიროდი. შემდეგ ადექი, ცრემლები მოიწმინდე და უკანმოუხედავად გაიქეცი. წახვედი და… მე კი იქ დამტოვე სულ მარტო…. მე კი მხოლოდ სიცოცხლე მინდოდა, დედა!

14 comments so far

  1. NUMB on

    bolom xom mec sxvebivit gamakvirva, xelaxla rom gadavikitxe ufro momewona😛 ramdeni minishneba yofila – არად ვაგდებთ იმ მახვილგონიერ განცხადებებს, რომლებიც L&M-ს კოლოფებზე გვხდება –

  2. Morrissey on

    🙂 gaixare🙂 minishnebebze..🙂

  3. Morrissey on

    🙂

  4. Salome on

    mxatvruli saxeebit movixible…🙂

  5. Mio :P on

    koveli adamianis simdidre martlac sicocxlea romlis minicheba mxolod dedas sheudzlia… kargadaa gadmocemuli tu ras grdznobs patara romelsac tavad deda artmevs am simdidres…
    martla shinaarsiania🙂

  6. tiny on

    ომგ! მე დავადგინე, რომ გულჩვილთა შორის ყველაზე ბედკრული არსება ვარ ამქვეყნად.. ბოლოში რომ ჩავედი და “მე კი მხოლოდ სიცოცხლე მინდოდა, დედა!” –ეს სიტყვები წავიკითხე აი მთელ ტანში რაღაც იმან დამიარა.. იცი რამ? ცრემლების მომასწავებელმა :დ ხოდა დავჯექი და გემრიელად ვიტირე :დ

    • teitt on

      თინ, კაი რა. ერთი რაც არ მომწონს ამ ჩანახატის, დასასრულია😀 მაგრამ ” იმ იმედით რომ ოდესმე შენ დაგემგვანები, დაგემგვანები იმდენად რომ შენგან განცალკევებაც კი მომიწევს” , “დღეს რაღაც ძალიან ბევრს ვეწევით და არად ვაგდებთ იმ მახვილგონიერ განცხადებებს, რომლებიც L&M-ს კოლოფებზე გვხდება” და კიდე რამდენიმე აშკარად მიღირს ბანალურ დასასრულად😛

      p.s. ქალბატონო, ეს ჩანახატი ჩემთან ბევრად ადრე იდო და არამარტო. ხოდა ერთი არ ინებო შემოჭყეტვა /:)

  7. Morrissey on

    : )))) teiii🙂 me tvini shevuchame shemoditqo da😀😀

    • teitt on

      –))) ლოლ, სულ გაგიჟდით თქვენ

      ოთარ, პერსონალური სმილე ვნახე შენთვის😀😀 :d
      ჩაამატონ ფორუმზე და დაარქვან :ოთო:
      :თეი: სმილეს იდეაც მაქვს –))

  8. Morrissey on

    moica ratom gavgijdi? ufro sworad mxolod exla ratom shenishne eg?😀
    da romeli smile? :)))

  9. ანანო on

    Love the whole world as a mother lovers her only child.
    Buddha

    The moment a child is born, the mother is also born. She never existed before. The woman existed, but the mother, never. A mother is something absolutely new.
    Bhagwan Shree Rajnees

  10. ანანო on

    oooooooooooooootttttttttto, i could read your posts over and over again..

  11. tako on

    იმედით რომ ოდესმე შენ დაგემგვანები, დაგემგვანები იმდენად რომ შენგან განცალკევებაც კი მომიწევს.

    უკომენტაროდ))))

  12. nastasia on

    uketes bolos mec velodebodi


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: