სადაც… (ჰალემ გამახსენა)

outიცი?!

ეხლა დავფიქრდი, რომ შენთვის წერილი არასოდეს მომიწერია. არ ვიცი რატომ, შეიძლება იმიტომ რომ თანამედროვეობამ და ოცდამეერთეობის სურვილმა დამაკნინა, შეიძლება კი უბრალოდ იმიტომ რომ ყოველთვის იმაზე მაღლა ვიყურებოდი რაც გამაჩნდა. ამას კი ეხლა მივხვდი მხოლოდ, სამწუხაროდ დამაგვიანდა ცოტათი და შემრჩა ის არაფერი, რომელიც ესე ძლიერ მტკენს სამყაროს, სამყაროს რომელსაც უამრავი სიხარულჩამოხრჩობილი შეჰკედლებია..

დავდივარ ქუჩაში და ვეძებ სახეებს, მოგონებებს, ვეძებ რითმას რომელიც არაფერში არ მჭირდება. ვზივარ და ვფიქრობ, რომ თურმე ყოველთვის მზად ვიყავი ყელზე ხელი შემომეჭირა, რათა ჩემში ჩამეტიე, დამეტოვებინე, მაგრამ ვერ მოვახერხე, ვერ მოგერიე და მაინც მაინც გაგიშვი. და იმასაც ვერ ვხვდები, ვნანობ თუ არა ჩემს გაუბედაობას. მე ხომ იმის თქმაც ვერ მოვასწარი, რომ მე შენში ვეძებდი იმ ოცნებას რომელსაც “მე” ჰქვია.

თუმცა რა გამოდის?! ეხლა ამ წერილს რა აზრი აქვს? მე მაინც ვერ გამოგიგზავნი. ძალიანაც რომ მოვინდომო, მაინც არავინაა წამომღები. მაგრამ ამაზე არ ღირს დარდი, რადგანაც ეხლა ჩემი ნაბიჯები სხვებს აედევნება, აედევნება ყველაფერ იმას რასაც ნიღბის გარეშე შევიცნობ, ერთ დღეს კი მე თვითონ მოვალ შენთან და გეტყვი იმას, რასაც ვფიქრობ, ან ისევ ვერ გეტყვი, შენ კი ისევ შემომხვევ მხრებზე ხელებს, შენი ენერგიით ამავსებ, სულს გამითბობ და ჩემს არაფერში ისევ მაპოვნინებ შენს ოცნებას.

ეს წერილი კი… ალბათ მე უფრო მჭირდებოდა ვიდრე შენ. ამით ხომ უბრალოდ გავიხსენე ის რომ მახსოვხარ თურმე..

16 comments so far

  1. თინი on

    ომგ😐
    იშვიათად არის, რომ კომენტარისთვის სიტყვებს ვერ ვპოულობ.. ვზივარ უსერ გამომეტყველებით და ისე ვკითხულობ აგერ უკვე მეორედ ამ პოსტს😐

  2. Morrissey on

    თინიიიი🙂🙂 :უსერ: გაიხარე შენა🙂

  3. Salome on

    rogorc megona, ise gamimartle…🙂

  4. Mio :P on

    rtulia davcero imaze meti da uketesi rac ukve ceria…really amazing words..

  5. aivi on

    კაპიტან, მართლა მგრძნობიარე და შემძვრელი ნაწერია…
    მართლა როდის ისწავლე ბიჭო ასე წერა

    რამდენიმეჯერ გადაბმულად წავიკითხე. ჩააღწია სიღრმეებში

  6. dat on

    oto memgoni am werilis mere satqmeli araferia, adre rom wavikitxe “gamityda” magram axla rom vkitxulob vgrdznob. . .

  7. teitt on

    დათომ მანახა ეს ადრე და რომ ვკითხულობდი, მეთქი ოთოს შეუყვარდა. ბოლოში დათოს კომენტარი დამხვდა, მამას დაუწერაო. ახლიდან წავიკითხე და ისეთი მძაფრი შეგრძნება მოიტანა. ჯერ შემრცხვა ჩემი პირველი შთაბეჭდილების, და მერე ..😦

  8. Sophie Golden on

    ძალიან კარგი წერილი იყო, თავიდან მეც შეყვარებულისადმი მიწერილი მეგონა, მაგრამ მერე მივხვდი. გამატებ ჩემს ბლოგროლში სიამოვნებით🙂

  9. Morrissey on

    dat gaixare🙂 marto shen ar gegona egre🙂

    teitt me xom ici mxolod sakutari tavi miyvars, da shesabamisad siyvarulshic mxolod verbalurad vutydebi xolme :))

    Sophie yvelas egre gonia:) ase rom agar gamikvirda..🙂 ubralod me chems siyvaruls sityvebit ar vgli…🙂 ufro swored ar davgli odesme😀 “sjobs sayvarelsa uchveno saqmeni sagmironiao” copyrighted shota🙂

  10. dat on

    ar tqva eg ro sityvebit ar dagli🙂

    sachiroa sityvebic😉

  11. dat on

    daje aucilebelicaaa🙂

  12. FemaLe on

    orive xelit vetanxmebi siyvarulis heneul ganmartebas😉

    cerils rac sheexeba🙂
    gulaxdili iyo.
    da ai ra🙂 nu geshinia, gamoricxulia dagavicydes🙂

    p.s vici ra aris eg shishi😉

  13. Morrissey on

    ara rom damaviwydeba magais agar meshinia🙂 shen vicodi rom dametanxmebodi taaat🙂

  14. ანანო on

    მაინც მაინც გაგიშვი – if something is yours, it really does come back to you
    მე შენში ვეძებდი იმ ოცნებას რომელსაც “მე” ჰქვია – the most amazing words.
    oto,whoever would be reading your post, he/she would for sure find similarities with their lives. Once reading your post, I clearly imagine myself writing this post.. though i think i would send the letter..

  15. tako on

    მე შენში ვეძებდი იმ ოცნებას რომელსაც “მე” ჰქვია

    ეს წერილი კი… ალბათ მე უფრო მჭირდებოდა ვიდრე შენ.

    ყველაფერი ბოლოს და ბოლოს ჩვენ უფრო გვჭირდება.))

    გამაჟრიალა, როცა წავიკითხე, რომ მამას ეძღვნება (((

  16. nastasia on

    sixarulchamoxrhobil adamianebshi advilia dagavicydes cerlis dacera da siyvarulit cxoreba…
    magram shen arafershi ertxel mainc tu gipovia ocneba,mashin yvelafers aqvs azri da mit umetes pirvel cerils🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: